სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს
GuriaNews
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ინსპექტორებმა წიწამურის მიმდებარე ტერიტორიაზე, “ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი შეაჩერეს, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის 8 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტანხორცი ნახეს. ,,მიკვლევადობით დადგინდა, რომ საქონელი დაკლულია ფიზიკური პირის რ. ო-ის კუთვნილ ეზოში (მცხეთის რაიონი, სოფ. ციხისძირი) არსებულ არალეგალურ სასაკლაოში, რომელიც ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის […] The post სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს appeared first on გურია ნიუსი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს.
უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ინსპექტორებმა წიწამურის მიმდებარე ტერიტორიაზე, “ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი შეაჩერეს, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის 8 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტანხორცი ნახეს.
,,მიკვლევადობით დადგინდა, რომ საქონელი დაკლულია ფიზიკური პირის რ. ო-ის კუთვნილ ეზოში (მცხეთის რაიონი, სოფ. ციხისძირი) არსებულ არალეგალურ სასაკლაოში, რომელიც ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.
,,კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ფ/პ დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. “- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.