სიახლე

გერმანია რუსული დრონებისა და კიბერშეტევებისგან „დამცავ ფარს“ ამზადებს

მედიაცენტრი

ლაიფციგის აეროპორტში დრონით თავდასხმის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გერმანია გეგმავს გააძლიეროს თავდაცვა რუსული დივერსიული და სხვა ჰიბრიდული თავდასხმებისგან. გამოცემა Bild-ის ცნობით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი გეგმავს ყოვლისმომცველი ზომების განხორციელებას, რომელიც მოიცავს დრონებისგან, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დივერსიის განხორციელებისა და კიბერშეტევებისგან დაცვას, ასევე ჯაშუშებისა და პოტენციური ტერორისტების იდენტიფიცირებას. Bild-ის ინფორმაციით, გერმანია, დრონებთან ბრძოლის მიზნით, ფედერალური პოლიციის მობილური დანაყოფის გაფართოებას გეგმავს. ახალი დანაყოფები, რომელთა სწრაფად განლაგება სხვადასხვა რაიონში იქნება შესაძლებელი, ვერტმფრენებითა და სპეციალური მანქანებით იქნება აღჭურვილი. ისინი ცხრა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში განთავსდებიან : ფრანკფურტში, მიუნხენში, ჰამბურგში, ბერლინში, შტუტგარტში, დიუსელდორფში, ლაიფციგში, ჰანოვერსა და კიოლნში.… The post გერმანია რუსული დრონებისა და კიბერშეტევებისგან „დამცავ ფარს“ ამზადებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი …

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი