სიახლე
ნეპალში, წყალდიდობიდან ათი დღის შემდეგ მაშველებმა მიწაში დამარხული სახლიდან ქალი ამოიყვანეს
მედიაცენტრი
ნეპალში წყალდიდობიდან ათი დღის შემდეგ, სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლიდან მაშველებმა ქალი ამოიყვანეს. მედიის ცნობით, 64 წლის ნეპალელი ჩანდიკა შრესტა სამაშველო ჯგუფებმა ნუვაკოტის რაიონში ნაწილობრივ დამარხული სახლის მეოთხე სართულზე იპოვეს. ის ვერტმფრენით კატმანდუს საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ცნობისთვის, ძლიერი წყალდიდობა ნეპალსა და ტიბეტში 26 აგვისტოს მოხდა. სტიქიას, სულ მცირე, 1 300 ადამიანი ემსხვერპლა, 5 600-ზე მეტი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. The post ნეპალში, წყალდიდობიდან ათი დღის შემდეგ მაშველებმა მიწაში დამარხული სახლიდან ქალი ამოიყვანეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.