სიახლე

შუალედური არჩევნების ჩატარებაზე 1 მილიონ 117 ათასი ლარი დაიხარჯება

MegaTV

3 ოქტომბერს ოთხ მუნიციპალიტეტში გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნები სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მილიონ 117 ათასი ლარი დაუჯდება. თანხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი. არჩევნები ახმეტის, დმანისის, წალკისა და ვანის მუნიციპალიტეტებში, სულ 7 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ამომრჩევლებმა ოთხი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჯამში 2 201 ამომრჩეველს […]

პირველწყარო →

3 ოქტომბერს ოთხ მუნიციპალიტეტში გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნები სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მილიონ 117 ათასი ლარი დაუჯდება. თანხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

არჩევნები ახმეტის, დმანისის, წალკისა და ვანის მუნიციპალიტეტებში, სულ 7 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ამომრჩევლებმა ოთხი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჯამში 2 201 ამომრჩეველს აქვს.

გამოყოფილი თანხის მიხედვით, არჩევნების ჩატარება ერთ უბანზე საშუალოდ დაახლოებით 159,6 ათასი ლარი, ხოლო ერთ ამომრჩეველზე 507,5 ლარი გამოდის.

ყველაზე მეტი – 996 ამომრჩეველი წალკაშია რეგისტრირებული, ვანში – 670, ახმეტაში – 279, ხოლო დმანისში – 256. ცესკოს ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისას ოთხ უბანზე ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატებიც იქნება გამოყენებული.

არჩევნებში ორი პარტია – „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“ მონაწილეობს. ვანში ერთმანეთს ვაჟა ხელაძე და ბექა კოპალაძე დაუპირისპირდებიან, წალკაში – ნანული ხინიკაძე და ზაზა შანთაძე, დმანისში კი ირაკლი სარსევანიძე და ვაჟა ნონიაშვილი. ახმეტაში კონკურენტი მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლევან ითიურიძეს არ ჰყავს.


მსგავსი