სიახლე
სასამართლომ დენის კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
მედიაცენტრი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული სამოქალაქო აქტივისტის, დენის კულანინის საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების შესახებ. ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ ინფორმაციით, კულანინს ქვეყნის ნებაყოფლობით დასატოვებლად 7-დღიანი ვადა განესაზღვრა, თუმცა მისი რუსეთში გაძევება არ მოხდება. უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ აგრძელებს სამოქალაქო აქტივისტის ინტერესების დაცვას მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში მის გამგზავრებამდე. The post სასამართლომ დენის კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.