ნიუ იორკის სკოლებში მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აეკრძალათ
ნიუ იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ მოსწავლეების უმეტესობას ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ერთი წლით აუკრძალა. ქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზანი მოსწავლეებში ადამიანური კავშირებისა და თანატოლებთან ურთიერთობის უნარების განვითარებაა. „ბავშვებს სწავლისა და განვითარებისთვის მასწავლებლები და ადამიანური კავშირი სჭირდებათ. მათ თანატოლებთან ერთად უნდა განავითარონ უნარები, დაამყარონ ურთიერთობები პედაგოგებთან და რთულ პრობლემებს დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ“, – განაცხადა ზოჰრან მამდანიმ. ახალი რეგულაციის თანახმად, სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტით სარგებლობას დაახლოებით 600 000 საჯარო სკოლის მოსწავლე ვეღარ შეძლებს. შეზღუდვა პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით მოსწავლეებზე გავრცელდება. ამასთან, ნიუ იორკის მერის თქმით, პედაგოგებს უფლება ექნებათ, ტექნოლოგია მხოლოდ სასწავლო პროცესისა… The post ნიუ იორკის სკოლებში მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აეკრძალათ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →