ქობულეთში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დააზიანა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭში მეწყრულმა პროცესებმა საცხოვრებელი სახლი დააზიანა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთებიც. სახლში მყოფებიდან არავინ დაშავებულა. მერიის ინფორმაციით, ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ამ ეტაპზე სოფელში მხოლოდ აღნიშნული ოჯახია დაზარალებული.
იხილე სრულად: mcm.ge ↗