სიახლე

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

მედიაცენტრი

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო. „დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. გადაყვანილია ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში, დიღომში“- წერს თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში. 1 სექტემბერს პოლიციამ თავდაპირველად ელიზბარაშვილის ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა, რის შემდეგაც იგი სამმართველოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბიზნესმენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამასთან, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე (მუქარა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს. The post თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი