სიახლე

თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

მედიაცენტრი

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის მასშტაბურ რეაბილიტაციას იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება, სამუშაოები კი სულ 30 405 კვ.მ ფართობს მოიცავს. პროექტის მიხედვით, არსებული ქვაფენილი სამფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება, მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები, ბოძკინტები და მოაჯირები, ხოლო გარემო შშმ პირთათვის ადაპტირდება. ამასთან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ერთად სრულად შეიცვლება მოძველებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, განახლდება გაზის მილები, ელექტრო და ინტერნეტკაბელები მიწის ქვეშ განთავსდება, დამონტაჟდება LED სანათები და ქუჩის გასწვრივ მწვანე ნარგავები დარგება. The post თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი