,,ევროპამ საკუთარი თავდაცვისთვის მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს” – კაია კალასი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, ირლანდიაში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა უკრაინის მხარდაჭერა იქნება. კალასის თქმით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ კოსმოსური სივრცის უსაფრთხოებაზე, საზღვაო უსაფრთხოებასა და ლიბანში არსებულ ვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ მომავალ კვირას შეიქმნება მაღალი დონის ჯგუფი ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ყოფილი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების შემადგენლობით, რომელიც სამხედრო საფრთხეებზე რეაგირების ახალ გზებს შეიმუშავებს. „ნატო რჩება ჩვენი ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედად და ამავდროულად, შეერთებული შტატები ასევე მოუწოდებს ევროპელ მოკავშირეებს, აიღონ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავდაცვაზე… სწორედ ეს არის ამოცანა – განვსაზღვროთ,… The post ,,ევროპამ საკუთარი თავდაცვისთვის მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს” – კაია კალასი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →