ნატო-ს ყველა წევრმა თავდაცვისთვის მშპ-ის 2%-ს მიაღწია — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 26 Mar 2026, 17:29

ისტორიაში პირველად ნატო-ს ყველა წევრმა თავდაცვისთვის მშპ-ის 2%-ს მიაღწია. ანგარიშის თანახმად 2025 წელს ნატოს 32-ვე წევრმა მიაღწია თავდაცვისთვის მშპ-ის მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელს. ანგარიშში გასული წლის ხარჯები ალიანსის შეფასებებს ეფუძნება. თავდაცვისთვის საერთო ხარჯებმა 2025 წელს 1.4 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 6%-ით მეტია, ვიდრე 2024 წელს. ყველაზე დაბალი მაჩვენებლები (2%) 2025 წელს ჰქონდათ ესპანეთს, პორტუგალიას, ალბანეთს, ბელგიასა და კანადას. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ალიანსის წევრებს შორის პოლონეთს ჰქონდა, რომელმაც თავდაცვისთვის 2025 წელს მშპ-ის 4.3% გამოყო. 3%-იან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბეს, ასევე, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და დანიამ. The post ნატო-ს ყველა წევრმა თავდაცვისთვის მშპ-ის 2%-ს მიაღწია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური