სიახლე
ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერას გააგრძელებს
მედიაცენტრი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ანკარა კვლავ აქტიურად დაუჭერს მხარს ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო პროცესს. ერდოღანის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მთლიან რეგიონს ახალ შესაძლებლობებსა და სიცოცხლეს შესძენს. მან ასევე ხაზი გაუსვა ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „ორი სახელმწიფო, ერთი ერის“ პრინციპით ყველა სფეროში ურთიერთობების გაღრმავება ორივე ქვეყანას წაადგება“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. The post ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერას გააგრძელებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.