ისრაელის არმიის ცნობით, ღაზაში „ჰამასის“ წევრი მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად „ჰამასის“ წევრი, ჰუსამ ნუსაირი მოკლეს. ისრაელის სამხედროების მტკიცებით, იგი თავდასხმებს გეგმავდა და „უშუალო საფრთხეს“ წარმოადგენდა. თავდასხმა ქალაქ დეირ ალ-ბალაჰში, საცხობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. ადგილობრივი მედიკოსების ცნობით, იერიშს ნუსაირთან ერთად 3 წლის პალესტინელი ბიჭი, ტაიემ ჰამდანი ემსხვერპლა, რამდენიმე მოქალაქე კი დაშავდა. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ოპერაციისას მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ზომები მიიღეს. „ჰამასს“ ბრალდებაზე პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა დაჯგუფება ისრაელს 2025 წლის ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. The post ისრაელის არმიის ცნობით, ღაზაში „ჰამასის“ წევრი მოკლეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →