კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ბორანი ჩაიძირა, რომელშიც 270 ადამიანი იმყოფებოდა
ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან ბორნის ჩაძირვის შედეგად, რომელსაც 270-მდე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი გადაჰყავდა, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. Associated Press-ის ცნობით, ჩრდილოეთ კვიპროსის პრემიერ-მინისტრმა უნალ უსტელმა თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო არხ TRT-ს განუცხადა, რომ დაახლოებით 237 ადამიანი გადაარჩინეს, 24 ადამიანის ძებნა კი გრძელდება. უსტელის თქმით, ბორანს არასასურველი ამინდის პირობებში მოუწია გადაადგილება და გამგზავრებიდან სულ რაღაც 15 წუთში წყალში ჩასვლა დაიწყო და კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპიროზე, დიანას სანაპიროსთან ჩაიძირა. ბორანი კირენიას პორტიდან მერსინის პროვინციაში მდებარე თურქეთის პორტ ტასუჯუსკენ მიემართებოდა. The post კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ბორანი ჩაიძირა, რომელშიც 270 ადამიანი იმყოფებოდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →