,,რუსეთი უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადება” – რუსეთის თავდაცვის უწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასობრივი თავდასხმებისთვის ემზადება. „მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად, შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მასობრივი დარტყმების მომზადება უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ, კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსზე თავდასხმების საპასუხოდ“, – აცხადებენ სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, რუსულმა არმიამ წუხელ იერიში მიიტანა აზბესტ-ცემენტის ქარხანაზე, რომლის საწყობებშიც განთავსებული იყო უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათი საბრძოლო მასალების მწარმოებელი კომპანია „ჭკვიანი საბრძოლო მასალების“ ასაფეთქებელი ნივთიერებები. The post ,,რუსეთი უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადება” – რუსეთის თავდაცვის უწყება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →