სიახლე

როსტოვის ოლქში Ozon-ის საწყობზე დრონებით დარტყმა განხორციელდა

მედიაცენტრი

როსტოვის ოლქში Ozon-ის საწყობზე დრონებით დარტყმა განხორციელდა. უკრაინული მედიის ცნობით, როსტოვის ოლქის ქალაქებში, კერძოდ, დონის როსტოვში, ბატაისკსა და აქსაიში აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. კომპანია Ozon-მა დაადასტურა, რომ დრონებით იერიშის შედეგად მათი ლოჯისტიკური ობიექტი დაზიანდა. ასევე, დრონებით დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია DNS-ის საწყობშიც. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, იური სლიუსარმა განაცხადა, რომ ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. The post როსტოვის ოლქში Ozon-ის საწყობზე დრონებით დარტყმა განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი