ჩანჩქერთან ფეხის დაცურების შედეგად 25 წლის ბიჭი დაიღუპა
რაჭაში უბედურ შემთხვევას 25 წლის რუსთაველი ბიჭი ემსხვერპლა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც რაჭაში სტუმრად იმყოფებოდა, ჩანჩქერთან ფეხი დაუცურდა, ქვას თავი დაარტყა და წყალში ჩავარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
იხილე სრულად: gurianews.com ↗