“სტარმერის პრემიერმინისტრობა კვდება”- “პოლიტიკო“ — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 27 Feb 2026, 18:42

“სტარმერის პრემიერმინისტრობა კვდება, არავინ იცის, როგორ გადაარჩინოს ის”- წერს „პოლიტიკო“. როგორც გამოცემა წერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ „ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე სული უდგას“. ეს განცხადება სტარმერმა მას შემდე გააკეთა, რაც გორტონსა და დენტონში გამართულ შუალედურ არჩევნებში ლეიბორისტები დამარცხდნენ და პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა. გამარჯვებული გახდა მემარცხენე პარტია „მწვანეები“ და ნაიჯელ ფარაჯის პარტია „რეფორმა“. „პოლიტიკოს“ ცნობით, „ეს შედეგი ლეიბორისტული პარტიის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდია. ამან კიდევ უფრო გაამწვავა დებატები სტარმერის სახიფათო მდგომარეობისა და იმ კურსის შესახებ, რომლითაც მას პარტია მიჰყავს“. The post “სტარმერის პრემიერმინისტრობა კვდება”- “პოლიტიკო“ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური