დიდი ბრიტანეთი კატარში ავიაგამანადგურებლებს აგზავნის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. კირ სტარმერის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა კატარში დამატებით Typhoon-ის ტიპის ოთხ ავიაგამანადგურებელს აგზავნის. „მიზანი კატარსა და რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების გაძლიერებაა. ჩვენ თავდაცვის სწორი გეგმა გვაქვს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა. სტარმერის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა ავიაგამანადგურებლები ახლო აღმოსავლეთში ჯერ კიდევ იანვარსა და თებერვალში განალაგა.
დიდი ბრიტანეთი კატარში ავიაგამანადგურებლებს აგზავნის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. კირ სტარმერის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა კატარში დამატებით Typhoon-ის ტიპის ოთხ ავიაგამანადგურებელს აგზავნის. „მიზანი კატარსა და რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების…
იხილე სრულად: trialeti.ge ↗