განახლდა
დღეს: 363 სიახლე

სლოვაკეთში პოლიციამ აღკვეთა დრონების ქარხნის გადაწვის მცდელობა

სლოვაკეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველო ავრცელებს ინფორმაციას ქვეყნის აღმოსავლეთში უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ ქარხანაში ხანძრის მოწყობის მცდელობის აღკვეთაზე. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულია უცხოეთის სამი მოქალაქე.

იხილე სრულად: radiotavisupleba.ge ↗
მედიაცენტრი

სლოვაკეთში „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება განახლდა

სლოვაკეთში „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება განახლდა, – ამის შესახებ სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა დენისა საკოვამ განაცხადა. დენისა საკოვას ცნობით, სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდება ხუთშაბათს, 2:00 საათზე აღდგა. „ამჟამად ნავთობის მიღება შეთანხმებული გეგმის მიხედვით…

Timer

Reuters: უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ЛУКОЙЛ-ის ერთ-ერთი მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა შეჩერდა

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში პერმში ЛУКОЙЛ-ის ერთ-ერთი მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა შეჩერდა. პერმში ЛУКОЙЛ-ის ერთ-ერთი საკვანძო აქტივი და რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინამ 21 აგვისტოს დაბომბა. Reuters-ის…

მედიაცენტრი

რუსეთში დრონების მწარმოებელი ქარხნის ხელმძღვანელის ავტომობილი აფეთქდა

რუსეთში აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც დრონების მწარმოებელი ქარხნის, „ურალდრონზავოდის“ ხელმძღვანელი ვლადიმირ ტკაჩუკი იმყოფებოდა. რუსული მედიის ცნობით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ეკატერინბურგის მახლობლად აფეთქდა. ტკაჩუკი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული…

Netgazeti

ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არა აქვს – საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტრო წუხილს გამოხატავს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. უწყება ამტკიცებს, რომ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის შეტანას სანქციების ჩამონათვალში არავითარი ფაქტობრივი და…

Timer

გეგელია: ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის განაჩენი “ოცნების” რეჟიმისთვის

ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირებას გამოეხმაურა “ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია. “ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი “ქართული ოცნების” რეჟიმისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არა ცალკეული…

Radio Tavisupleba

სლოვაკეთში ჩაიშალა პრემიერებისთვის უვადო პენსიის გაუქმების შესახებ რეფერენდუმი

სლოვაკეთში არ შედგა რეფერენდუმი, რომელსაც უნდა მიეღო გადაწყვეტილება პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოსთვის გადადგომის შემდეგ უვადო პენსიის მიცემის გაუქმების შესახებ.

News.ge

სლოვაკეთში რობერტ ფიცოს ინიციატივა გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, უცხოეთში მყოფ სლოვაკეთის მოქალაქეებს ფოსტის საშუალებით არჩევნებში ხმის მიცემა არ შეეძლებათ

სლოვაკეთში საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ინიციატივა გააპროტესტეს, რომელიც უცხოეთში მყოფ სლოვაკეთის მოქალაქეებს ფოსტის საშუალებით არჩევნებში ხმის მიცემას უკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, საარჩევნო…

Metronome

რობერტ ფიცო – ზელენსკის დავალებით, უკრაინამ, შესაძლოა, გაანადგუროს „დრუჟბის“ მილსადენი, რათა მომავალში სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდება შეუძლებელი გახდეს

უკრაინამ, ზელენსკის დავალებით, შესაძლოა, გაანადგუროს „დრუჟბის“ მილსადენი, რათა მომავალში სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდება შეუძლებელი გახდეს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ფიცომ უკრაინის პრეზიდენტი გააკრიტიკა და…

News.ge

სააპელაციო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც საქალაქო სასამართლოს კანცელარიის გადაწვის მცდელობისა და ტერორიზმის ბრალდებით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ტვ ოდიში

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა – Салават-მა მუშაობა შეწყვიტა. დრონების თავდასხმის შედეგად ქარხნის ორივე პირველადი გადამამუშავებელი ბლოკი დაზიანდა და გაითიშა. ესენია CDU-6, (დღეში 17,140 ტონა სიმძლავრით) და CDU-4, რომელსაც დღეში 11,430…

Timer

უკრაინის გენშტაბი: ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამი ობიექტი დაზიანდა

უკრაინის გენშტაბის ცნობით, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამ ობიექტს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს დაარტყეს. უწყების ცნობით, თავდაცვის ძალებმა ასევე დაარტყეს რუსეთის კუთვნილ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს Buk-M3-ს, სარადარო სადგურ Nebo-U-ს და დრონების მწარმოებელ…

Timer

თავდასხმის შემდეგ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა “პანცირი” განათავსეს

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „პანცირი“ განათავსეს მას შემდეგ, რაც ობიექტზე უკრაინული დრონების რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. გამოცემა Defense Express-ის ცნობით, ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს საჰაერო თავდაცვის სისტემა „პანცირ-ს1“…