,,უკრაინის ბრძოლა ნაცისტურ გერმანიასთან ჩვენს ომს ჰგავს” – ენდი ბერნემი
უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ უკრაინის ბრძოლა ნაცისტურ გერმანიასთან გაერთიანებული სამეფოს ომის ანალოგიურია. მან პირობა დადო, რომ ზამთრის სეზონის წინ ლონდონი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებაში დაეხმარება. „მიუხედავად რუსეთის მხრიდან ჩემი ქვეყნის მიმართ განხორციელებული აღმაშფოთებელი მუქარისა, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ეს არის მომენტი, რომ გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, მომენტი, რომ შევზღუდოთ მათი შესაძლებლობები ამ უკანონო ომის დასაფინანსებლად“, – აღნიშნა ბერნემმა. ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ევროპის უსაფრთხოების ფრონტის ხაზს წარმოადგენს და უკრაინელი ხალხი არა მხოლოდ მუდმივ მხარდაჭერას, არამედ მადლიერებასა და პატივისცემას იმსახურებს. The post ,,უკრაინის ბრძოლა ნაცისტურ გერმანიასთან ჩვენს ომს ჰგავს” – ენდი ბერნემი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →