სიახლე
კაცმა 3 ნათესავი დაჭრა – რა მოხდა მარნეულში
მედიაცენტრი
მარნეულში, ალგეთის ტერიტორიაზე კაცმა 3 ნათესავი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდნენ. დაშავებულები მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი ბინაზე უკვე გაწერეს. მამაკაცი, რომელმაც ნათესავებს დაზიანებები მიაყენა, დაკავებულია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს. The post კაცმა 3 ნათესავი დაჭრა – რა მოხდა მარნეულში appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.