სიახლე
„ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს
მედიაცენტრი
გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ხორვატიაში „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენების აფეთქებაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული უკრაინის მოქალაქე ვლადიმირ ზ.-ა. იგი ქალაქ პულაში, ადგილობრივმა პოლიციამ ევროპული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე აიყვანა. აღნიშნულ საქმეზე ბრალი უკვე წაყენებული აქვს უკრაინის კიდევ ერთ მოქალაქეს, სერგეი კუზნეცოვს, რომელიც 2025 წლის ზაფხულში იტალიაში დააკავეს. საქმეში სულ შვიდი ეჭვმიტანილი ფიგურირებს, ხოლო გერმანელი სამართალდამცველები არ გამორიცხავენ დივერსიების ორგანიზებაში უკრაინის სახელმწიფოს ჩართულობას. The post „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.