განახლდა
დღეს: 57 სიახლე
MegaTV

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს “მორალურად განადგურებულად” მიიჩნევს – ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი…

იხილე სრულად: megatv.ge ↗
News.ge

ადვოკატი – ირაკლი ღარიბაშვილს განცხადება მოლოდინებისთვის არ გაუკეთებია, როგორც ახსნა, ეს იყო მისი უკიდურესი ნაბიჯი, ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო მორალური თვალსაზრისით – წერილები ეტაპობრივად გავრცელდება

წერილები ეტაპობრივად გავრცელდება. როგორც მან მითხრა, მალე კიდევ გააკეთებს განცხადებას, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც მან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოინახულა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა…

Timer

გია ხუხაშვილი: წერილები არ ჰგავს ღარიბაშვილის დაწერილს, ეს არის რაღაც სქემის ნაწილი

წერილები ღარიბაშვილის დაწერილს არ ჰგავს, სქემის ნაწილია, რომელსაც არ გამოვრიცხავ, რომ თავად ივანიშვილი მართავდეს, ამოცანაა, კობახიძის გუნდის „ჩარეცხვა“, რაც შორს აღარ არის – შემდეგ შეიძლება რიჟვაძე ალაპარაკონ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის…

Timer

ელენე ხოშტარია: ღარიბაშვილის წერილები ნიშნავს „ქართულ ოცნებაში“ უკვე ძალიან შესამჩნევ რღვევას

ღარიბაშვილის წერილები ერთი მხრივ არის დაუფარავი აღვირახსნილობა, მეორე მხრივ კი ნიშნავს „ქართულ ოცნებაში“ უკვე ძალიან შესამჩნევ რღვევას – ბრძოლა ნიშნებს იღებს და გარდაუვალია, რომ რეჟიმს დაასრულებს,– ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საპატიმროდან გამოგზავნილ ხმოვან შეტყობინებაში…

პოლიტიკა - tavisupleba.org

“მე მხოლოდ ჩემს თავს და ოჯახს ვიცავ” - რას ჰყვება ღარიბაშვილის წერილები ივანიშვილის საქართველოზე?

„ქართული ოცნების“ ორგზის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხის წერილები ხელისუფლებასა თუ ინსტიტუციებში არსებულ იმ ვითარებას აღწერს, რაზეც სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლები წლებია ლაპარაკობენ; მმართველი პარტია კი წლებია უარყოფს.

Timer

ნათია თამაზაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას, სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის დის და ადვოკატ ნათია თამაზაშვილის განცხადებით, ექს-პრემიერი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციასა და შეფასებებს, სავარაუდოდ, ხვალ გაასაჯაროებს. „პოზიციის დაფიქსირებას აპირებს, სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებს განცხადებას და…

პარალელი

ვახო სანაია: “წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი წერილებით ესაუბრება ერთმანეთს”

სააგენტო "პარალელი" ვახო სანაია: “წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი წერილებით ესაუბრება ერთმანეთს” ჟურნალისტ ვახო სანაიას (არა)პირდაპირი მინიშნება: “სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომ წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი წერილებით ესაუბრება ერთმანეთს. აქაოდა ასე უფრო უსაფრთხოაო, საბოლოოდ სრული…

პარალელი

“როგორც კი ირაკლი ღარიბაშვილის პირველი წერილი გამოჩნდა, მაშინვე გამიჩნდა განცდა, შეიძლება ინტუიტიური, რომ ეს იყო პოლიტიკაში დაბრუნების მცდელობა” – ზაალ ანჯაფარიძე

სააგენტო "პარალელი" “როგორც კი ირაკლი ღარიბაშვილის პირველი წერილი გამოჩნდა, მაშინვე გამიჩნდა განცდა, შეიძლება ინტუიტიური, რომ ეს იყო პოლიტიკაში დაბრუნების მცდელობა” – ზაალ ანჯაფარიძე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილების საჯაროდ გამოქვეყნებასთან…

Timer

არჩილ გორდულაძე: დანაშაულის გადასაფარად ღარიბაშვილი წერილების მეშვეობით თავის გადარჩენას ცდილობდა

როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განუცხადა. გორდულაძის შეფასებით, სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად ღარიბაშვილი წერილების მეშვეობით თავის…

Netgazeti

დავიდა შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – კობახიძე ღარიბაშვილზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერისა და ექსპრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის წერილები „სასაცილო და ტრაგიკულია“. კობახიძის განცხადებითვე, სიღრმისეულ კომენტარს ვერ გააკეთებს წერილებზე, რადგან – ღარიბაშვილი მანამდე იკავებდა პრემიერის თანამდებობას, და რომ მისი…

News.ge

ქადაგიშვილი – ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს არავინ ემუქრება – არ ვაპირებ ჭორაობას

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს არავინ ემუქრება – არ ვაპირებ ჭორაობას, – ამის შესახებ თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის…

Trialeti

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომა 14:00 საათზე დაიწყო. სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძე განცხადებას გააკეთებს. რა საკითხებზე მსჯელობს მმართველი პარტია უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, განხილვის თემა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POST TV-ის დასანქცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც იქნება.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომა 14:00 საათზე დაიწყო. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განცხადებას გააკეთებს. რა საკითხებზე მსჯელობს მმართველი პარტია უცნობია, თუმცა…

News.ge

ადვოკატი - მურთაზ ზოდელავამ დაადასტურა, რომ არ აპირებდა ვინმეს მიტოვებას - რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ პატიმრებმა საპატიმრო, დარწმუნებული ვარ, თავად გააკეთებს განმარტებას

მურთაზ ზოდელავასთან საპროცესო შეთანხმება „საყოველთაო შეთავაზების“ ფარგლებში გაფორმდა, აცხადებს მისი ადვოკატი მაია მუმლაძე. მისი თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე მსჯავრდებულს არავინ მიუტოვებია, გადაწყვეტილებაზე კი განმარტებას საპატიმროს დატოვების შემდეგ თავად გააკეთებს.