სიახლე

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

ტვ ოდიში

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე – ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ, სვერდლოვის სახელობის ფეთქებადი ნივთიერებების ქარხანას შეუტიეს. ადგილობრივები ღამის განმავლობაში მრავალ აფეთქებასა და ქალაქის თავზე სქელ კვამლს აფიქსირებდნენ. რუსული დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA-ს OSINT-ანალიზის მიხედვით, კვამლი, დიდი ალბათობით, სწორედ ქარხნის ტერიტორიიდან ვრცელდება. გავრცელებულ კადრებში ძლიერი ხანძარიც ჩანს. სვერდლოვის ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი […] The post უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე – ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ, სვერდლოვის სახელობის ფეთქებადი ნივთიერებების ქარხანას შეუტიეს.

ადგილობრივები ღამის განმავლობაში მრავალ აფეთქებასა და ქალაქის თავზე სქელ კვამლს აფიქსირებდნენ. რუსული დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA-ს OSINT-ანალიზის მიხედვით, კვამლი, დიდი ალბათობით, სწორედ ქარხნის ტერიტორიიდან ვრცელდება. გავრცელებულ კადრებში ძლიერი ხანძარიც ჩანს.

სვერდლოვის ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმოა. ის აწარმოებს ფეთქებად ნივთიერებებსა და საბრძოლო მასალასთან დაკავშირებულ პროდუქციას. ქარხანა უკრაინული დრონების სამიზნე წარსულშიც არაერთხელ გამხდარა.

The post უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი