განახლდა
დღეს: 1176 სიახლე

იემენის საპორტო ქალაქ მოხაზე „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

იემენის საპორტო ქალაქ მოხაზე „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად პორტის უსაფრთხოების ძალების 1 თანამშრომელი დაიღუპა, 8 ადამიანი დაშავდა, ხოლო 2 მეზღვაურს ამ დრომდე ეძებენ. დაშავებულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. გავრცელებული ინფორმაციით, წითელ ზღვაში მდებარე…

იხილე სრულად: mcm.ge ↗

„ჰუსიტებმა“ იემენში კიდევ ერთი სტრატეგიული საპორტო ქალაქი დაიკავეს

იემენში მოქმედმა, ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტების“ დაჯგუფებამ ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან მდებარე კიდევ ერთი სტრატეგიული საპორტო ქალაქი დუბაბი დაიკავა. როგორც იემენის მთავრობის წარმომადგენლებმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადეს, მეამბოხეები უკვე უახლოვდებიან სრუტის გასწვრივ მდებარე სანაპირო ზოლზე…

„ჰუსიტების“ მოძრაობამ იემენის წითელი ზღვის მთელ სანაპიროზე დაამყარა

იემენის ხელისუფლების მაღალჩინოსანის განცხადებით, „ჰუსიტმა“ ამბოხებულებმა ბაბ-ელ-მანდების სრუტეში კიდევ ორი კუნძული დაიკავეს. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ იემენში მოქმედმა, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება „ჰუსიტებმა“ ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან მდებარე საპორტო ქალაქი დუბაბი დაიკავეს. ამასთან, 8…

Timer

Reuters: ირანი ჰუსიტების მეშვეობით სუეცის არხში „კარიბჭის” დახურვას გეგმავს

საინფორმაციო სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ირანი ჰუსიტების მეშვეობით სუეცის არხში „კარიბჭის” დახურვას გეგმავს. წყაროების ინფორმაციით, ირანმა იემენის ჰუსიტების მოძრაობას მიმართა თხოვნით, რომ მზად იყვნენ ბაბ-ელ-მანდების სრუტე გადაკეტონ წითელ ზღვაში თუ აშშ…

Metronome

იემენის მედიის ცნობით, საუდის არაბეთის სამხედრო ავიაციამ იემენის დედაქალაქ სანაას აეროპორტის ტერიტორია დაბომბა

საუდის არაბეთის სამხედრო ავიაციამ იემენის დედაქალაქ სანაას აეროპორტის ტერიტორია დაბომბა. ადგილობრივი მედიის თანახმად, აეროპორტში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. იემენელი შიიტი „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა იაჰია სარეამ განაცხადა, რომ სანაას საერთაშორისო აეროპორტზე საუდის…

ევროპარლამენტი „ჰუსიტების“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ითხოვს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, იემენელი „ჰუსიტების“ მოძრაობის სამხედრო და პოლიტიკური ფრთები, ასევე მისი ხელმძღვანელობა და უსაფრთხოების აპარატი ტერორისტულ დაჯგუფებათა სიაში შეიყვანოს. მიღებულ დოკუმენტში ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ „ჰუსიტების“ მიერ…

Metronome

“იემენის სანაპიროსთან სატვირთო გემზე თავდასხმა განხორციელდა” – The Guardian

იემენის სანაპიროსთან სატვირთო გემზე თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ სააგენტოს (UKMTO) ცნობით, იემენის სანაპიროსთან სატვირთო გემს პატარა ნავი მიუახლოვდა, საიდანაც გემს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. მათივე…

News.ge

RAF-ის გამანადგურებლებს საუდის არაბეთის ჰუსიტების საჰაერო იერიშებისგან დასაცავად გამოიყენებენ

ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები საუდის არაბეთის თავზე თავდაცვით ოპერაციას დაიწყებენ, რათა ქვეყანა ჰუსიტების სარაკეტო იერიშებისგან დაიცვან. თავდაცვის მინისტრ უეს სტრიტინგის განცხადებით, Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლები მხოლოდ თავდაცვით ამოცანებს შეასრულებენ.

იემენში „ჰუსიტების“ თავდასხმას 58 ადამიანი ემსხვერპლ

იემენში, ალ-ალამის სამთავრობო საწვრთნელ ბანაკზე დაჯგუფება „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა. სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი, ხოლო კიდევ 14 ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია და ისინი დაკარგულად ითვლებიან. მედიის ინფორმაციით…

Metronome

იემენელი „ჰუსიტების“ განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში განახორციელეს

„ჰუსიტების“ ცნობით, დილით სამხრეთ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. განცხადების თანახმად, „ჰუსიტებმა“ თავდასხმა „ირანთან და „ჰეზბოლასთან“ ერთად“ განახორციელეს. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ იემენიდან გაშვებული ერთი რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო იერიშის შედეგად…

OKY

გაეროს სააგენტოს ცნობით, იემენის ქალაქ ტაიზში ათასობით ორსული ქალი საფრთხის წინაშეა

გაეროს მონაცემებით, რეპროდუქციული ასაკის დაახლოებით 147 000-მა ქალმა და გოგონამ დაკარგა წვდომა აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე იემენის ქალაქ ტაიზსა და მის შემოგარენში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისა და გადაადგილების შეზღუდვების გამო.

News.ge

გაეროს სააგენტოს ცნობით, იემენის ქალაქ ტაიზში ათასობით ორსული ქალი საფრთხის წინაშეა

გაეროს მოსახლეობის ფონდის ცნობით, იემენის ქალაქ ტაიზის ბლოკადის გამო 13 000-ზე მეტი ორსული სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩა, რაც მუცლის მოშლის შემთხვევებს ზრდის. ქალაქში დედათა და ახალშობილთა გადაუდებელი დახმარების 27 ცენტრიდან მხოლოდ 5 აგრძელებს ნაწილობრივ ფუნქციონირებას.

Radio Tavisupleba

გაეროს სააგენტოს ცნობით, იემენის ქალაქ ტაიზში ათასობით ორსული ქალი საფრთხის წინაშეა

გაეროს მონაცემებით, რეპროდუქციული ასაკის დაახლოებით 147 000-მა ქალმა და გოგონამ დაკარგა წვდომა აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე იემენის ქალაქ ტაიზსა და მის შემოგარენში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისა და გადაადგილების შეზღუდვების გამო.