სიახლე
ბავარიის ქალაქ ტროიხტლინგენში რელსებზე ნაპოვნი საეჭვო საგნის გამო, მატარებლების მოძრაობა შეჩერდა
მედიაცენტრი
ბავარიაში, ქალაქ ტროიხტლინგენში რელსებზე ნაპოვნი საეჭვო საგნის გამო მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, პოლიცია ტროიხტლინგენში სავარაუდო ასაფეთქებელ მოწყობილობასთან დაკავშირებულ საქმეს იძიებს. პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, საეჭვო საგანი რკინიგზის სადგურის შესასვლელთან, რელსებზე აღმოაჩინეს. ამჟამად ფედერალური პოლიციის სპეციალური ჯგუფი საგანს იკვლევს, რათა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა ის რეალურ საფრთხეს. The post ბავარიის ქალაქ ტროიხტლინგენში რელსებზე ნაპოვნი საეჭვო საგნის გამო, მატარებლების მოძრაობა შეჩერდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.