უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტში სამხედრო გემებს დაარტყა
უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტში ოთხ რუსულ სამხედრო გემს დაარტყა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, სხვადასხვა დონის დაზიანებები მიიღო რუსი აგრესორის ოთხმა სამხედრო გემმა: ორმა ფრეგატმა – “ადმირალ მაკაროვი” და “ადმირალ ესენი”, მცირე სარაკეტო გემმა – “ბუიან” და საპატრულო გემმა – “ვასილი ბიკოვი”. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აკონკრეტებს, რომ ფრეგატები ,,ადმირალ ესენი” და ,,ადმირალ მაკაროვი” ,,კალიბრი” რაკეტების მატარებლები არიან. დაზიანებები ასევე მიიღო: 30N6E რადარმა, რომელიც S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემის ნაწილია; ნოვოროსიისკის პორტის N2 ნავმისადგომთან მდებარე მობილურმა საცეცხლე ჯგუფმა; გრუშოვის ნავთობბაზის – შესხარისის ტერმინალის გვირაბის პორტალმა; და N3, N6 და N7 ნავმისადგომების… The post უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტში სამხედრო გემებს დაარტყა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →