,,ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მიღებული სამმხრივი შეთანხმება სომხეთისთვის კაპიტულაცია იყო” – ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ოფიციალური ერევნისთვის ფაქტობრივად კაპიტულაციის ტოლფასი გახლდათ. ამის შესახებ ალიევმა ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას ისაუბრა. აზერბაიჯანის ლიდერის განმარტებით, სამხედრო იძულების შედეგად ქვეყანამ აღდამის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონები ბრძოლის გარეშე დაიბრუნა. „აღდამის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონები ერთი გასროლის გარეშე დაგვიბრუნდა. ბუნებრივია, სომხეთმა ეს ნებაყოფლობით არ გააკეთა, ჩვენ ვაიძულეთ. ომის პირობებში მეორე მხარეს თუ აიძულებ ასეთი ნაბიჯის გადადგმას, ნიშნავს, რომ მან კაპიტულაცია გამოაცხადა. ამ ტერმინში დამამცირებელი არაფერია, ეს უბრალოდ რეალობაა“, – აღნიშნა ალიევმა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა… The post ,,ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მიღებული სამმხრივი შეთანხმება სომხეთისთვის კაპიტულაცია იყო” – ალიევი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →