სიახლე
შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა
მედიაცენტრი
დღეს, 11 აგვისტოს შინდისის ბრძოლიდან 18 წელი შესრულდა. 2008 წლის 11 აგვისტოს, სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის კოლონა სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა. მცირე საბრძოლო რესურსის მიუხედავად, ქართველმა სამხედროებმა მტერს უთანასწორო ბრძოლაში მძიმე დარტყმა მიაყენეს. შინდისის შეტაკებას საქართველოს თავდაცვის ძალების 17 ჯარისკაცი შეეწირა. დღეს ტრადიციულად, შინდისში, გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები, ახლობლები, თანამებრძოლები და ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას. The post შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.