სიახლე

“ამ ომმა მამა წაგვართვა” _ შინდისის ომის გვირის შვილი

GuriaNews

„ყველასთვის მძიმე დღეა. 18 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან“, _ წერს სოციალურ ქსელში შინდისის ბრძოლის ლანჩხუთელი გმირის, ემზარ წილოსანის შვილი მარიამ წილოსანი. „ეს დღე განსაკუთრებული სიმძიმით ახსენებს ტკივილს იმ ოჯახებს, რომლებმაც ამ ომში შვილები, მამები და საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ზოგისთვის ეს მხოლოდ ისტორიის თარიღია, ჩემთვის კი ყველაზე დიდი ტკივილი, რადგან ამ ომმა მამა წაგვართვა […] The post “ამ ომმა მამა წაგვართვა” _ შინდისის ომის გვირის შვილი appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

„ყველასთვის მძიმე დღეა. 18 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან“, _ წერს სოციალურ ქსელში შინდისის ბრძოლის ლანჩხუთელი გმირის, ემზარ წილოსანის შვილი მარიამ წილოსანი.

„ეს დღე განსაკუთრებული სიმძიმით ახსენებს ტკივილს იმ ოჯახებს, რომლებმაც ამ ომში შვილები, მამები და საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ზოგისთვის ეს მხოლოდ ისტორიის თარიღია, ჩემთვის კი ყველაზე დიდი ტკივილი, რადგან ამ ომმა მამა წაგვართვა მე და ჩემს ძმას. მამა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა თავისი ოჯახი, მაგრამ როცა სამშობლოს დასჭირდა, საკუთარი თავი მის დაცვას შესწირა. მან იცოდა, რომ სამშობლოს დაცვით ოჯახსაც და ჩვენს მომავალსაც დაიცავდა. წლები გადის, მაგრამ მონატრება არ ნელდება. მართალია, მამის სითბო მხოლოდ მოგონებად დამრჩა, მაგრამ მისი სახელი, ღირსება და თავდადება ჩემში ყოველთვის იცოცხლებს. ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის ხსოვნის წინაშე, ვინც სამშობლოსთვის სიცოცხლე გაიღო. გმირები არ კვდებიან, ისინი მარად ცოცხლობენ ჩვენს გულებში. დიდება გმირებს!“

The post “ამ ომმა მამა წაგვართვა” _ შინდისის ომის გვირის შვილი appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი