,,ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის საზღვაო ძალები აკონტროლებენ” – დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს შეერთებული შტატების საზღვაო ძალები სრულად აკონტროლებენ. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მარშრუტით გადაადგილების უფლება მხოლოდ მათ აქვთ, ვისაც ვაშინგტონი დართავთ ნებას. „ერთადერთი, ვინც ამჟამად ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს, აშშ-ის საზღვაო ძალებია. ჩვენ გვაქვს შეუცდომელი ბლოკადა – ფოლადის კედელი. სრუტეში ვუშვებთ მათ, ვისი შემოსვლაც გვსურს, ასე რომ, სრუტე რეალურად ღიაა“, – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სრუტეში შემავალ გემებს ირანის პორტებში შესვლა ეკრძალებათ. მან ასევე დასძინა, რომ ამერიკულმა მხარემ ტერიტორია ნაღმებისგან სრულად გაწმინდა. The post ,,ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის საზღვაო ძალები აკონტროლებენ” – დონალდ ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →