გარდაბნის კულტურის სახლში, შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, ახალგაზრდული საბჭოს პირველი გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი წევრების გაცნობა და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრა იყო.
ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ აქტივობებში, სადაც გაუზიარეს ერთმანეთს იდეები ახალგაზრდული ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის. საბჭო ხელს უწყობს ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას, პროექტების ორგანიზებას და თანამშრომლობს მუნიციპალიტეტთან ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისთვის.