იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები დამატებით 94 ჰექტარზე განხორციელდება
ეროვნული სატყეო სააგენტო იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს აგრძელებს. მიმდინარე წელს, სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი დამატებით 94 ჰექტარამდე ფართობზე განხორციელდება, რაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებსაც მოიცავს. პროექტის მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო. „იმერეთის მუხნარის ტყის მასივები არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისითაა ღირებული, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვან სარეკრეაციო სივრცეს წარმოადგენს. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს, რომლებიც ტყის აღდგენასა და მისი პოტენციალის სრულად გამოყენებას შეუწყობს ხელს. უკვე თვალსაჩინოა ბუნებრივი განახლების დადებითი შედეგები, ხოლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით ჩვენი სპეციალისტები ტერიტორიის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ“, – აღნიშნა… The post იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები დამატებით 94 ჰექტარზე განხორციელდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →