სიახლე

წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს

მედიაცენტრი

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში, წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე, ტყის აღდგენის პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. სოფელ ახალშენის მიმდებარედ, 12 ჰექტარ ფართობზე, სადაც წარსულში ინტენსიური ჭრისა და საქონლის ძოვების შედეგად ტყის საფარი მნიშვნელოვნად იყო დეგრადირებული, ტყის აღდგენის კომპლექსური პროექტის ფარგლებში 24 250 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო. ამ ეტაპზე, წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე, ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს. „სატყეო სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დეგრადირებული ტყეების აღდგენაა. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ზრდის ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბებს, რაც, მათ შორის, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობასაც გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად,… The post წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი