სიახლე

ბულგარეთმა დრონთან დაკავშირებულ ინციდენტთან დაკავშირებით უკრაინის ელჩი დაიბარა

მედიაცენტრი

უკრაინის ელჩი ოლესია ილაშჩუკი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე, გაზსადენ „ტრანსბალკანეთის“ საკომპრესორო სადგურთან ახლოს დრონი აფეთქდა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინული იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საუბარი ორშაბათს, 10 აგვისტოს გაიმართება, ვინაიდან ილაშჩუკი ქვეყანაში ჯერ არ დაბრუნებულა. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ბულგარეთის საჰაერო სივრცეში რუმინეთის ტერიტორიიდან შევიდა, რის შემდეგაც გაზსადენის საკომპრესორო სადგურიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, ყოფილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, „კარდამის“ მახლობლად აფეთქდა. თავდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ, სავარაუდოდ, ეს უკრაინული დრონი-სატყუარა „მაია“ იყო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ თუ უპილოტო საფრენი აპარატი… The post ბულგარეთმა დრონთან დაკავშირებულ ინციდენტთან დაკავშირებით უკრაინის ელჩი დაიბარა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი