შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
დაკავებულია რუსეთის ფედერაციას მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ვ.ა., რომელიც ბრალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ქვეყანაში უკანონო შემოტანაში.
სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფზე“ ბრალდებულის ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სპეციალური სკანერის გამოყენებით, სპეციალურად მოწყობილ სამალავში განთავსებული 13 ცეცხლსასროლი იარაღი და 9 მჭიდი ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.