სიახლე
სარფში ცეცხლსასროლი იარაღები აღმოაჩინეს
მედიაცენტრი
საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა 13 ცალი ცეცხლასროლი იარაღი და 9 ცალი იარაღის მჭიდი აღმოაჩინეს. აღნიშნული უკანონოდ შემოტანილი ცეცხლსასროლი იარაღები უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავარძელსა და საბარგულს შორის, მოწყობილ სამალავში გამოავლინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. The post სარფში ცეცხლსასროლი იარაღები აღმოაჩინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.