,,რუსეთის თავდასხმებს ზაფხულის არდადეგები არ აქვს” – ანდრეი სიბიგა
რუსეთის თავდასხმებს ზაფხულის არდადეგები არ აქვს, შესაბამისად, უკრაინის მხარდაჭერა და აგრესორზე ზეწოლა არ უნდა შეჩერდეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. მინისტრის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონს ორ ათეულზე მეტი ბალისტიკური რაკეტით შეუტია, რასაც სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 40-ზე მეტი დაშავდა. სიბიგამ ხაზი გაუსვა, რომ საჰაერო თავდაცვის ჩამჭრელი სისტემები ადამიანების სიცოცხლეს იცავს, რის გამოც პარტნიორებს გადაწყვეტილებების დაჩქარებისკენ, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი, მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. „უნდა შეიზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, აწარმოოს ბალისტიკური ტერორის საშუალებები. დამატებითი, მკაცრი სანქციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, მოვუწოდებ… The post ,,რუსეთის თავდასხმებს ზაფხულის არდადეგები არ აქვს” – ანდრეი სიბიგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →