სიახლე

სუს-მა თაღლითობის ბრალდებით საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა

მედიაცენტრი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი ადამიანი დააკავეს. სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ნიგერიის მოქალაქემ და შპს „საფეხბურთო კლუბ – გარდაბნის“ მწვრთნელმა, საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობის აღებაში დახმარების მიზნით, ნიგერიის მოქალაქე ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმეს ამავე საფეხბურთო კლუბში, რის სანაცვლოდაც მისგან აიღეს 3000 აშშ დოლარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post სუს-მა თაღლითობის ბრალდებით საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი