თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს — Cnoba

GuriaNews სიახლე 01 Mar 2026, 06:26

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე – 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადებული ლ.ა. ბათუმში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, 1997 წელს დაბადებულ მ.მ.-ს კუთვნილ […] The post თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე – 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადებული ლ.ა. ბათუმში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, 1997 წელს დაბადებულ მ.მ.-ს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 123 800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ო. და ლ.ა. ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური