სიახლე

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა – დაიღუპა 14 ადამიანი

მედიაცენტრი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. სარაკეტო დარტყმებმა ქალაქის რამდენიმე უბანში მასშტაბური ხანძრები გამოიწვია. ობოლონსკის, დესნიანსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში ცეცხლი სასწყობო ფართობებს მოედო. გოლოსიევსკის რაიონში კი ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია ჩამოშლილი კონსტრუქციების ქვეშ მოყოლილი ადამიანების მოსაძებნად. ამავე რაიონში სპეციალისტები მუშაობენ ამიაკის გაჟონვის ლიკვიდაციაზე, რაც თავდასხმისას 300-ლიტრიანი ავზის დაზიანებამ გამოიწვია. უწყების ცნობით, ინციდენტი ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. The post რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა – დაიღუპა 14 ადამიანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი