სიახლე

ბელგოროდში დრონების თავდასხმის შემდეგ უნივერსიტეტს ცეცხლი გაუჩნდა

მედიაცენტრი

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ადგილობრივ უნივერსიტეტში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობებით, ცეცხლი ბელგოროდის შუხოვის სახელობის სახელმწიფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (БГТУ) გაჩნდა, სადაც უპილოტო საფრენი აპარატების აწყობა და ტესტირება მიმდინარეობდა. აღნიშნულ უნივერსიტეტში შემუშავდა დრონების მართვის ავტომატიზებული სისტემა Milandr-ის მიკროპროცესორზე დაყრდნობით. სასწავლო დაწესებულებაში ირწმუნებიან, რომ ტექნოლოგიის გამოყენება „სამოქალაქო მიზნებისთვის“, კერძოდ, ელექტროგადამცემი ხაზების, გათბობის ქსელების მონიტორინგისა და აეროფოტოგადაღებებისთვის იგეგმებოდა. The post ბელგოროდში დრონების თავდასხმის შემდეგ უნივერსიტეტს ცეცხლი გაუჩნდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი