სეუტამდე მიღწევის მცდელობისას 67 მიგრანტი დაიღუპა
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სეუტას სანაპიროზე 67 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც მაროკოდან ანკლავში შეჭრას ცდილობდნენ. ასევე, სამინისტროს ცნობით, შესაძლოა, დაღუპულები მაროკოს მხარესაც იყვნენ. უწყების ინფორმაციით, სეუტაში 50000 მიგრანტი შეიჭრა, მათგან 48000 მაროკოში უკვე დააბრუნეს. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში სეუტადან არცერთი არალეგალი მიგრანტი არ გადასულა. „სეუტადან და მელილიიდან კონტინენტურ ნაწილში გადასვლა პოლიციის იდენტიფიკაციის გარეშე შეუძლებელია. შენგენის ზონის მთლიანობა აბსოლუტურად დაცულია. საკმარისია ეს მიზანმიმართული დაბნეულობა“, – აღნიშნა ალბარესმა. ამასთან, El País-ის ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ბრიუსელს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სეუტას კრიზისის მიმართ… The post სეუტამდე მიღწევის მცდელობისას 67 მიგრანტი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →