ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძემ, მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, 2022 წელს გუდაურთან ტრაგიკულად დაღუპული გმირის, გიორგი მარგიანის, ხსოვნას პატივი მიაგო და სოფელ ტანძიაში გიორგი მარგიანის საფლავი გვირგვინით შეამკო.
„გიორგი მარგიანისა და მისი თანამებრძოლების გმირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. მათი თავდადება, პროფესიონალიზმი და სამშობლოს სამსახურში გაღებული უდიდესი მსხვერპლი თითოეული ჩვენგანისთვის ღირსების, პასუხისმგებლობისა და პატრიოტიზმის მაგალითია. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე…
იხილე სრულად: regionnews.ge ↗