იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მომხდარ ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა. სტიქიის შედეგად ნაწილობრივ ჩამონგრეულ კუმამოტოს სავაჭრო ცენტრში, სადაც მოქალაქეები არიან ჩარჩენილი, სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. კუმამოტოს პრეფექტურის წარმომადგენლების ცნობით, უსაფრთხო ადგილას 9 872 ადამიანია ევაკუირებული, ხოლო 36 700-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კუნძულ კიუშუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში მოხდა. სტიქიის გამო ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა კიუშუს რეგიონის შვიდი პრეფექტურისთვის (კუმამოტო, ნაგასაკი, კაგოშიმა, ფუკუოკა, საგა, ოიტა და მიაზაკი), სადაც მოსალოდნელია 1 მეტრის სიმაღლის ტალღები. The post იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →