სიახლე

პუტინის ბრძანებით რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა კიდევ 27 000-ით გაიზრდება

მედიაცენტრი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 27 000 ადამიანით იზრდება, საიდანაც 25 000 უშუალოდ სამხედრო მოსამსახურე იქნება. აღნიშნული ცვლილების შედეგად, რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა 2 426 130 ადამიანს გაუტოლდება, ხოლო უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი 1 535 000-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ეს 2026 წელს რუსეთის პრეზიდენტის მიერ არმიის შემადგენლობის გაზრდის შესახებ მიღებული უკვე მესამე გადაწყვეტილებაა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებისთვის ემზადება. The post პუტინის ბრძანებით რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა კიდევ 27 000-ით გაიზრდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი