,,დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო” – სიბიგა
,,ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის პუტინისადმი მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა. ეს რეალისტური, დროული და გონივრული მოწოდებაა”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. ანდრეი სიბიგამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა გამოვიდა შეთავაზებით, ომი ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ შეჩერებულიყო და მხარეები დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადასულიყვნენ, თუმცა კრემლი მშვიდობისკენ მიმავალ ამ მკაფიო გზას კვლავ უარყოფს. „პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ყაზახეთის პრეზიდენტის წინადადებაც. დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო, ვიდრე იგი მშვიდობის შესახებ რეალისტურ წინადადებებს დათანხმდება“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა. ,,უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის… The post ,,დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო” – სიბიგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →