სიახლე

რუსეთში, ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტსა და მოსკოვზე დრონებით იერიში განხორციელდა

მედიაცენტრი

ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგას პორტზე და მოსკოვზე დრონებით იერიში განხორციელდა. უკრაინული მედიის ცნობით, 13-14 აგვისტოს ღამით, დრონების შეტევის შედეგად, რუსეთის ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გაჩნდა. „მიყენებული ზიანის შედეგად უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა დაიწყეს. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება,’’ – დაწერა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ Telegram-ზე. რუსული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 51 დრონის ჩამოგდება შეძლეს. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, დრონებით თავდასხმა განხორციელდა მოსკოვშიც. The post რუსეთში, ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტსა და მოსკოვზე დრონებით იერიში განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი