სიახლე

მიტოვებულია ხალხი თავიანთ გასაჭირთან – რა ხდება სოფელ კურსებში სტიქიიდან 4 თვის შემდეგ

MegaTV

ძალიან დიდი ტბა არის წარმოქმნილი, ერთ დღეს ეს ტბა იშობს თავს – ავთანდილ ოკრიბელი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია თუ რა ვითარებაა სოფელ კურსებში სტიქიიდან რამდენიმე თვის შემდეგ. პოსტის ქვეშ მოქალაქეები წერენ რომ ტბების წარმოქმნა საფრთხის შემცველია და სოფელში ტბების წარმოქმნას ყურადღებას არავინ აქვცევს. მოქალაქეები ამბობენ რომ ხელისუფლებამ ხალხი გასაჭირში მიატოვა. “ამ ტბას […]

პირველწყარო →
ძალიან დიდი ტბა არის წარმოქმნილი, ერთ დღეს ეს ტბა იშობს თავს – ავთანდილ ოკრიბელი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია თუ რა ვითარებაა სოფელ კურსებში სტიქიიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
პოსტის ქვეშ მოქალაქეები წერენ რომ ტბების წარმოქმნა საფრთხის შემცველია და სოფელში ტბების წარმოქმნას ყურადღებას არავინ აქვცევს. მოქალაქეები ამბობენ რომ ხელისუფლებამ ხალხი გასაჭირში მიატოვა.

 

“ამ ტბას არხი თუ არ გაუჭრეს და წყალწითელას არ დაუერთეს აღარასოდეს ოკრიბის გზაც აღარ გვექნება .სიმწარედ ჩვენი საყვარელი ბეროძეების – ალფაიძეების და გოგოლაშვილების უბნის გაქრობაც გვკმარა”

“გოჩამ რამდენჯერმე მიმართა ზემდგომს ,პასუხია-არ გვაძლევენ ნებართვას, გეოლოგები,დარწმუნებული ვარ არც უნახავთ .მანდ ჩაიძირა ჩვენი მანქანაც”

“ზევით ვიყავი გოგოლაშვილებისკენ იგივე ტბა დგას შემეშინდა.”

“დუმს ყველაფერი, დუმს სახელმწიფო, მხოლოდ თქვენს(ჩვენს) სადარდებლად დარჩება , აი, როგორი მიტოვებულია ხალხი თავიანთ გასაჭირთან”
“პირი რომ დაიბანოთ და თვალები არ ამოიბანო ისეთი სიტუაციაა, ობლიგატორული გზა რომ გაიყვანეს იმასაც საშიშროებას უქმნის ეგ ყველაფერი. სამწუხარო რეალობაა, ფასადური და ერთჯერადია.ასე ტყუილში იცხოვრებენ ხალხსაც”
“ეს არის წყლები რაც ზემოდან ჩამოდიოდა და ახლა გროვდება გასასვლელი არ აქვს მცირედი გადის ოღონდ არა არხში რაც არის” – წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელში. – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 12 მარტს კურსებში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად  მიწის მასით 58 ჰექტარი ტერიტორია დაიფარა. კურსებში დაინგრა 10-ზე მეტი სახლი, დაზიანდა სასაფლაო, საგზაო ინფრასტრუქტურა. გამთენიისას დაწყებული პროცესების შესახებ მეზობლებმა ერთმანეთი გააფრთხილეს, რამაც ადგილობრივების სიცოცხლე გადაარჩინა.

მსგავსი